პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. ლილუაშვილს რამდენიმე ეპიზოდში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ქრთამის აღება, ე.წ. ქოლცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები. „საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის […]