Tuesday, 15 September 2026
$ 2.61
3.01
£ 3.52
0.03
0.05

განათლების მინისტრი: საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. იცით, რომ რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო […]

admin03.03.2026

„ლიბერთი ბანკი“ – ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში, ბანკის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება

„ლიბერთი ბანკი“ სათავო ოფისში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. „გაცნობებთ, რომ დღეს, 3 მარტს, ლიბერთი ბანკის სათავო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა. ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად. ინციდენტის შედეგად არავინ […]

admin03.03.2026

ისრაელის არმიამ თეირანსა და ბეირუთზე ახალი იერიშები წამოიწყო, აშშ კი იმუქრება, რომ ირანზე „ყველაზე მძიმე დარტყმა“ „ჯერ კიდევ წინ არის“

ლიბანის ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეჰზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ ცეცხლი და კვამლი ამოდის. ფოტო: ჰასან ამარი/AP ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ ირანის დედაქალაქ თეირანსა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ახალი იერიშები წამოიწყო. „ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანსა და ბეირუთში სამხედრო ობიექტებზე ერთდროულად მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში. დარტყმები დაახლოებით ერთი საათის შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის […]

admin03.03.2026

დონალდ ტრამპი: აშშ ირანში „ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების“ ჩატარებას განაგრძობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  საპატიო მედლის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლა „ოპერაცია ეპიკური მრისხანების“ შესახებ „მოკლე განახლებით“ დაიწყო. მისი თქმით, აშშ ირანში „ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების“ ჩატარებას განაგრძობს, რათა ირანის რეჟიმის მხრიდან წარმოქმნილი საფრთხეები აღმოიფხვრას. მან აღნიშნა, რომ ირანმა უგულებელყო აშშ-ის გაფრთხილებები და „უარი თქვა ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობის შეწყვეტაზე“. მისი თქმით, ბირთვული იარაღითა და შორი მოქმედების რაკეტებით […]

admin03.03.2026

ქუვეითში ამერიკული თვითმფრინავების ჩამოვარდნის შემდეგ, ირანმა ახალი დარტყმები განახორციელა რეგიონში, მათ შორის საუდის არაბეთში

ირანის ახალი დარტყმები განხორციელდა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის საუდის არაბეთში, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი „კონტროლის ქვეშაა“.BBC-ის ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში გმობენ ირანის „განურჩეველ და დაუფიქრებელ სარაკეტო და დრონების თავდასხმებს“.ქუვეითში „რამდენიმე“ ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა, ერთ-ერთი თვითმფრინავის მიწაზე დავარდნა ფირზეა გადაღებული. აშშ აცხადებს, რომ ქუვეითში სამი თვითმფრინავი „სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლის“ ინციდენტის შედეგად ჩამოაგდეს. […]

admin02.03.2026

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „დაუსრულებელ ომამდე“ არ მიგვიყვანს, აშშ-ს მიზანია თეირანის რაკეტებისა და სხვა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განადგურება

 აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს „ბირთვული ამბიციების განახლებისთვის“ იყენებდა. როგორც მან აღნიშნა, ირანზე ოპერაცია, დონალდ ტრამპის პირდაპირი ბრძანებით, ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო, ყველაზე რთული და ყველაზე ზუსტი საჰაერო ოპერაციაა. „ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ მას ვასრულებთ“, – განაცხადა ჰეგსეთმა ბრიფინგზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა ზღვარი გაავლო „ირანის […]

admin02.03.2026

ირანის ყოფილი პრეზიდენტი აჰმადინეჯადი ცოცხალია: მრჩეველი

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ცოცხალი და უვნებელია, რადგან აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმები ირანის უმაღლეს ხელმძღვანელობასა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზეა მიმართული, – ამის შესახებ თურქულ Anadolu-ს აჰმადინეჯადის ახლო თანაშემწემ განუცხადა. „მე მასთან კონტაქტზე ვარ. ყველაფერი კარგადაა“, – თქვა მრჩეველმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „გუშინ მისი დაცვის თანამშრომლებთან დაკავშირებული შენობა დაბომბეს. მისი სამი მცველი – ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის […]

admin02.03.2026

აშშ-ისრაელის ომი ირანთან მესამე დღეა გრძელდება, კონფლიქტი კი ფართოვდება

აშშ-ისრაელის ომი ირანთან მესამე დღეა გრძელდება. კონფლიქტი ღამით ლიბანში გავრცელდა, რადგან ისრაელმა და „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთს. აფეთქებები მოხდა სამხრეთ ბეირუთში, ხოლო ისრაელმა ლიბანის 50 ქალაქისა და სოფლის მცხოვრებლებს დარტყმების წინ ადგილების დატოვება უბრძანა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები: დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „საბრძოლო ოპერაციები“ გაგრძელდება „სანამ ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული“. […]

admin02.03.2026

საქართველოს მთავრობა: ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული. „სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე […]

admin02.03.2026

მედიის ცნობით, თეირანზე საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დაიღუპა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თეირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა. ნარმაკის უბნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აჰმადინეჯადი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა, თავდასხმების პირველივე დღეს რამდენჯერმე დაბომბეს, რის შედეგადაც ასევე დაიღუპნენ ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები. ირანზე საჰაერო დარტყმები კვირასაც გაგრძელდა, ირანმა კი […]

admin01.03.2026