Thursday, 23 April 2026
$ 2.69
3.17
£ 3.64
0.04
0.06

ლიბიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა, 10 000-ზე მეტი დაკარგულადაა გამოცხადებული

სატელიტიდან გადაღებული ფოტოები აჩვენებს წყალდიდობის შედეგად განადგურებულ ლიბიის აღმოსავლეთ ქალაქ დერნას. სტიქიის შედეგად სულ მცირე 11 300 ადამიანია დაღუპული და 10 000-ზე მეტი დაკარგულადაა გამოცხადებული. ქალაქ დერნას თავზე მდებარე ორი კაშხალი 11 სექტემბერს დილაადრიან, ქარიშხლისა და თანმხლები წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო გაინგრა და დაგუბებულმა წყალმა დაბლობზე მდებარე დერნას ცენტრალური უბნების საცხოვრებელი სახლები ხმელთაშუა ზღვამდე […]

admin15.09.2023

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალურ მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მომხდარი ძლიერი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაახლოებით ამდენივე ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 1 400-ს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. განმეორებითი ბიძგების შიშის გამო, მიწისძვრიდან მეორე ღამეს მაროკოელთა დიდმა ნაწილმა ქუჩებში დარჩენა და იქ ძილი არჩია. დაღუპულთა უმეტესობა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე […]

admin10.09.2023

ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის სამუდამო შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ჟენევაში მოლაპარაკების შემდეგ ცეცხლის სამუდამო შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.  ხელშეკრულების თანახმად, დაქირავებული მებრძოლები და უცხოელი მებრძოლები ლიბიას სამი თვის ვადაში დატოვებენ. გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობისა და აღმოსავლეთ ლიბიაში ბაზირებული ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის წარმომადგენლები პოლიტიკურ დისკუსიებს ნოემბერში გამართავენ.

admin25.10.2020

95 წლის ასაკში ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გარდაიცვალა

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებულის ინფორმაციით, მას დაავადება ჰქონდა, თუმცა ინფორმაცია ზუსტი დიაგნოზის შესახებ არ ვრცელდება. იგი აპრილის შემდეგ სინგაპურის საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ რობერტ მუგაბე ქვეყნის დამფუძნებელ მამად მოიხსენია. მუგაბე ზიმბაბვეს მეორე პრეზიდენტი იყო 1987 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე. 1980-1987 წლებში კი ქვეყნის პრემიერ მინისტრის თანამდებობა ეკავა. რობერტ […]

admin06.09.2019

დაღუპულია 157 ადამიანი სამგზავრო „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან ნაირობიში მიფრინავდა

ვერავინ ვერ გადაურჩა სიკვდილს სამგზავრო „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნისას, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა და რომელიც ეთიოპიის დედაქალაქიდან ადის აბაბადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, იტყობინება BBC ავიახაზების განცხადებაზე დაყრდნობით. ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შესახებ პირველი ინფორმაცია პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა „თვითერზე“ გაავრცელა და მან „უღრმესი სამძიმარი“ გამოუცხადა დაღუპულთა […]

admin10.03.2019

„უზარმაზარი ნგრევა“ და მსხვერპლი გამოიწვია კენიაში კაშხლის ჯებირის განგრევამ

სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული კენიაში მას შემდეგ, რაც ძლიერი წვიმების შედეგად წყალმა კაშხლის ჯებირი გაანგრია, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. კენიის ხელისუფლების განცხადებით, „უზარმაზარი ნგრევის“ შედეგად ასევე ასეულობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. კაშხალში დაგუბებულმა წყალმა ჯებირი ქალაქ სოლაიში გაანგრია. აღნიშნული ქალაქი კენიის დედაქალაქ ნაირობიდან ჩრდილო-დასავლეთში, 190 კილომეტრის მოცილებით მდებარეობს. „წყალმა უზარმაზარი ნგრევა გამოიწვია. სახეზეა როგორც ადამიანთა […]

admin10.05.2018

ალჟირში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 250-ზე მეტი ადამიანი

ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 250 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას როიტერსი ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ილ-76 ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამჟამად, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველები მუშაობენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 2014 წელს ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო-სატრანსპორტო […]

admin11.04.2018

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი მნანგაგვა, რომელიც მის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანამდებობიდან დაითხოვა

ზიმბაბვეს ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ BBC ქვეყნის ინფორმაციის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება. ინფორმაციის მინისტრმა, საიმონ კაია მოიომ განაცხადა, რომ მნანგაგვამ „ღალატის ნიშნები“ აჩვენა. როგორც BBC იუწყება, მისი თანამდებობიდან გადაყენება უფრო მოსალოდნელს ხდის, რომ პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ცოლი გრეის მუგაბე მისი მეუღლის კვალს გაჰყვეს და ზიმბაბვეს ლიდერი გახდეს. უფრო ადრე, გრეის მუგაბემ მოუწოდა მის […]

admin06.11.2017

სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული ტერაქტის შედეგად სომალის დედაქალაქში და შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება

სომალის დედაქალაქის სამართალდამცველებმა სასტუმროში მომხდარი 15-საათიანი თავდასხმის შეჩერება მოახერხეს. მოგადიშუში მდებარე სასტუმროს თავს შეიარაღებული მებრძოლები დაესხნენ. BBC-ის ცნობით, შეიარაღებული პირები სასტუმროში ორი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შემდეგ შევიდნენ. დაღუპულთა რიცხვი 20-ს შეადგენს და შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“ აიღო. ორი კვირის წინ სომალიში განხორციელებულ თავდასხმას 358 ადამიანი ემსხვერპლა. ეს თავდასხმა ყველაზე […]

admin30.10.2017

სულ მცირე 230 ადამიანია მოკლული და ასეულობით დაჭრილი სომალის დედაქალაქში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ხალხმრავალ ადგილას, შაბათს მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სულ მცირე 230 შეადგინა, დაჭრილია ასეულობით ადამიანი, განაცხადა პოლიციამ.   როგორც BBC იუწყება, სასტუმროს შესასვლელის სიახლოვეს სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება ამოქმედდა და მიმდებარე ადგილები მიწასთან გაასწორა. ეს არის ყველაზე საშინელი თავდასხმა სომალიში მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა ალ-შაბაბის დაჯგუფებამ 2007 წელს ამბოხება წამოიწყო. […]

admin15.10.2017