Saturday, 14 November 2026
$ 2.59 ▼
€ 2.86 ▼
£ 3.43 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ ძლიერი კავშირების შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც

საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის […]

admin2 დღის წინ

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, ასევე მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა. […]

admin2 დღის წინ

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება სამ მილიარდ ლარს აჭარბებს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და სამ მილიარდ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის […]

admin2 დღის წინ

2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. კერძოდ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი, საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე – 150 მილიონ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების 40 ათასზე […]

admin2 დღის წინ

2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით და, ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთ ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია ერთი მილიარდ ლარზე მეტით და, ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა. ზრდა ძირითადად შემდეგ პროგრამებს უკავშირდება: მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და ხუთი მილიარდ 700 მილიონ […]

admin2 დღის წინ

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

მამა-პაპისეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და რეგიონის პოტენციალის ათვისების იდეით დაიწყო ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში საოჯახო სასტუმროსა და მარნის „ქორენიშული ვერანდის“ შექმნა და საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონისა და აგროტურიზმის განვითარებაში. სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, „ქორენიშული ვერანდამ“ შეძლო სასტუმროსა და მარნის […]

admin3 დღის წინ

ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა. ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიცირება, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. „მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რას ყიდულობს. ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდების მთავარი მიზანი მისი […]

admin3 დღის წინ

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სივრცეში გამართული ინოვაციების საუნივერსიტეტო კონკურსის, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) გუნდი AEGIS გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის და ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდა ინოვატორები მთავარი პრიზის ფარგლებში მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გაემგზავრებიან. UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური […]

admin3 დღის წინ

ნათია თურნავა: სებ-ი ციფრული ლარის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას ფრთხილად და ეტაპობრივად დაიწყებს, ის ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს, მის საყოველთაო დანერგვას არ ვგეგმავთ

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე და მომდევნო წლებშიც ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და დანერგვას არ გეგმავს. ამასთან, ციფრული ლარი ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს და მისი არსებობა ნაღდ ფულთან ერთად იქნება შესაძლებელი. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის […]

admin4 დღის წინ

ნათია თურნავა: დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა

„ლარის მიმართ ნდობა მზარდია და 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი განმარტებით, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით უმჯობესდება და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 […]

admin4 დღის წინ