ნათია თურნავა: საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა – გასულ წელს მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თიბისი კაპიტალის“ რიგით მეორე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და 450-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან. ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა […]