Tuesday, 15 September 2026
$ 2.61
3.01
£ 3.52
0.03
0.05

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლულია

ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ შაბათს დილით, აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, საკუთარ კაბინეტში მოკლეს ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ხამენეის „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი“ უწოდა და ირანელებს მოუწოდა, „დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა“. ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ, – ამის შესახებ კი […]

admin01.03.2026

ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანში საბრძოლო ოპერაციები დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა „მთავარი საბრძოლო“ ოპერაციები დაიწყო ირანში. ტრამპმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაციები“ დაიწყო, რასაც „შესაძლოა, მამაცი ამერიკელი გმირების სიცოცხლე შეეწიროს“. „ჩვენ არაერთხელ ვცდილობდით შეთანხმების მიღწევას. ჩვენ ვცადეთ“, – თქვა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ ვაპირებთ მათი რაკეტების განადგურებას და მათი სარაკეტო ინდუსტრიის მიწასთან გასწორებას. ის სრულიად… განადგურდება“. […]

admin28.02.2026

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება

2025 წლის ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარში ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვა სექტორებმა შეიტანა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული […]

admin27.02.2026

CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს

3-დან 8 მარტის ჩათვლით, ლიბერთის Mastercard ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ დაიბრუნონ ყველაზე მაღალი, 50%-მდე მომენტალური ქეშბექი, შემდეგ მეგობარ ობიექტებში: 3.03 – Kontakt Home – 30% ქეშბექი – ლიმიტი 300 ლარი ქეშბექი ვრცელდება შემდეგ ბრენდებზე: PANASONIC, PHILIPS, DREAME, ELECTROLUX, DELONGHI, TOSHIBA, TEFAL, KARCHER, TINECO, REMINGTON, ARDESTO (თავის მოვლის აქსესუარები და წვრილი ტექნიკა). ქეშბექი ვრცელდება არსებულ 50%-მდე […]

admin27.02.2026

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. გამოქვეყნებულ ანგარიშში Moody’s-ი აღნიშნავს: საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე შეიცვალა, რაც ასახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს,  პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს. Moody’s-ი ელის, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მშპ-ს ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო  აქტივობასა და […]

admin26.02.2026

სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა  და  ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც. ინდექსის გამოქვეყნება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი გამჭვირვალობით შეაფასონ საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემოსავლიანობა, რისკები და […]

admin26.02.2026

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

ლიბერთის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფინანსური პროდუქტი — Top|Card 2 წლის გახდა. ამ პერიოდში ბარათი ათასობით მომხმარებლისთვის შეუცვლელ ფინანსურ ინსტრუმენტად იქცა, რომელმაც როგორც ყოველდღიური, ისე მსხვილი შენაძენებისას ხელმისაწვდომი, მარტივი და კომფორტული გადახდის გამოცდილება შექმნა. Top|Card მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით შეიქმნა: მან ერთ პროდუქტში გააერთიანა მოქნილი გადახდები, განვადება და საკრედიტო ლიმიტი.  ბაზარზე გამოჩენისთანავე ბარათმა მომხმარებლის ნდობა მოიპოვა, რის […]

admin25.02.2026

ფრიდრიხ მერცი: გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან, ინტენსიური ეკონომიკური ვაჭრობის შენარჩუნებასა და გაღრმავებას

ჩინეთსა და გერმანიას თანამშრომლობის გაღრმავება სურთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა პეკინში გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადეს. „როიტერსის“ინფორმაციით, ჩინეთში მერცის ვიზიტის მთავარი მიზანი პეკინთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და სავაჭრო დისბალანსის შემცირებაა. მედიის ცნობით, შეხვედრის დროს ფრიდრიხ მერცმა ლი ციანს უთხრა, რომ გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, მის უდიდეს სავაჭრო […]

admin25.02.2026

სებ-მა 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის იანვარში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 6.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. კერძოდ, იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სებ-მა 86.6 მლნ დოლარის მოცულობის წმინდა შესყიდვა განახორციელა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური […]

admin25.02.2026

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობამ 450 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა 2025 წელი, როდესაც საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 459 მილიონ ლარს მიაღწია. დიაგრამა: საინვესტიციო ფონდები და აქტივების მმართველი კომპანიები   2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ 11 აქტივების მმართველი კომპანია და 21 საინვესტიციო ფონდი […]

admin25.02.2026