Monday, 26 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▼
£ 3.47 ▼
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ

ჩვენთვის საინტერესო იყო, მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ვაშინგტონში სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება […]

admin15.04.2026

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – არჩევნებში, მისმა მეტოქემ, 45 წლის პეტერ მადიარმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა და სისტემა, რომელიც „საარჩევნო ავტოკრატიად“ იყო მიჩნეული, დანგრეული და დამარცხებულია ორბანის პარტიის ყოფილი წევრის მიერ, რომელმაც უნგრელების უმრავლესობა დაარწმუნა ამ მმართველობის დასრულებაში. „ჩვენ ეს შევძელით“, – განუცხადა 45 წლის პეტერ მადიარმა დუნაის სანაპიროზე, ბუდაპეშტის დიდებული პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს შეკრებილ მხარდამჭერებს. „ერთად, ჩვენ უნგრეთის რეჟიმი დავამხეთ“. დათვლილი ხმების 98%-ზე მეტის […]

admin13.04.2026

„არტემის II“-ის ეკიპაჟი მთვარეზე ისტორიული მისიის დასრულების შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა

ოთხი ასტრონავტი, რომლებმაც NASA-ს „არტემის II“-ის მისიით მთვარის გარშემო იფრინეს, უზადო დაბრუნების შემდეგ წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა. ეკიპაჟის წევრები, როლებმაც ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე უფრო შორს იმოგზაურეს დედამიწიდან, ახლა, ცხრადღიანი მოგზაურობის შემდეგ, ძალების აღდგენას ცდილობენ. მათი კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ 38,600 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც დედამიწის ზედა ატმოსფეროს შეეჯახა და მის სითბოს დამცავ ფარზე მზის ზედაპირზე […]

admin11.04.2026

ტრამპი უკმაყოფილოა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტისადმი მიდგომით და აცხადებს, რომ ეს არ ჯდება აშშ-ირანს შორის დადებულ შეთანხმებაში

ისრაელსა და ლიბანს შორის დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გააკრიტიკა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული ქმედებები. პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის მაღალი დონის მოლაპარაკებების დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი დაადანაშაულა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გატარების დაბრკოლებაში და თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „ეს არ არის ის შეთანხმება, რაც ჩვენ გვაქვს“. ისლამაბადში […]

admin10.04.2026

აშშ-ირანის ცეცხლის „მყიფე“ შეწყვეტის შესახებ შეშფოთების ფონზე ნავთობის ფასები იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ნავთობზე ფასების 15%-ით დაწევიდან მალევე, ნავთობის გლობალური ფასები ისევ გაიზარდა, რადგან იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, შენარჩუნებული იქნება თუ არა აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზე ისრაელის მიერ თავდასხმების ტალღის დაწყებიდან გამომდინარე. ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შემდეგ თეირანმა […]

admin09.04.2026

ირაკლი კობახიძე: გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, შედეგად, პროექტის ღირებულება 52.5 მლნ დოლარით შემცირდა, უახლოეს დღეებში, აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ფოტო, 2025 წლის 16 სექტემბერი საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით. „გასული […]

admin08.04.2026

ირაკლი კობახიძე: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას

თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა […]

admin08.04.2026

დონალდ ტრამპი: „დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის!“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება შეაფასა, როგორც „დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის!“ „ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათ უკვე ყელში ამოუვიდათ, ისევე როგორც ყველას!“ – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე და დასძინა, რომ აშშ „ჰორმუზის სრუტეში სატრანსპორტო ნაკადის გაზრდაში დაეხმარება“. „დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, […]

admin08.04.2026

ტრამპმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, ირანი კი ჰორმუზის სრუტის გახსნას დათანხმდა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის თანახმაა აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებულ შეთანხმებაზე, თუ გემებს ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების უფლება მიეცემათ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიედ აბას არაყჩიმ, განაცხადა, რომ თუ ირანზე თავდასხმები შეჩერდება, თეირანი ბოლომდე დაეთანხმება ბრძოლის შეწყვეტას. აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადა აღმოსავლეთის დროით 20:00 საათი (01:00 BST) დააწესა, წინააღმდეგ […]

admin08.04.2026

ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ სსფ-ის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა მის გონივრულობას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან. მისიის ბოლოს ეროვნულ ბანკში სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას ნათია […]

admin07.04.2026