ავსტრალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო
ავსტრალიაში შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სკოტ მორისონის „კონსერვატიული“ მთავრობა დაამარცხა და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი 59 წლის ენტონი ალბანეზი გახდა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი უმრავლესობის ჩამოყალიბებას. შაბათს, მორისონი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და მის შემცვლელად თავდაცვის ყოფილი მინისტრი პიტერ დუტონი განიხილება. ეს ავსტრალიაში, თითქმის ათი წლის განმავლობაში პირველი „ლეიბორისტული“ მთავრობაა. პარტიამ […]