Tuesday, 15 September 2026
$ 2.61
3.01
£ 3.52
0.03
0.05

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება

მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ […]

admin06.04.2026

ილჰამ ალიევი: საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო

საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველო დინამიურად ვითარდება, აქვს თვალსაჩინო ეკონომიკური […]

admin06.04.2026

ირაკლი კობახიძე: ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს, –  ამის შესახებ საქართველოს პ რემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის […]

admin06.04.2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი 3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. […]

admin03.04.2026

NASA-ს ასტრონავტები დედამიწის ორბიტის დატოვების შემდეგ კოსმოსში „სანახაობრივ მომენტს“ აღწერენ

„არტემის II“-ის მისიამ დაასრულა ძრავის კრიტიკული წვა, რომელიც ორიონის კოსმოსურ ხომალდს მთვარის შორეული მხარისკენ მიმავალ გზაზე ამოძრავებს. „კაცობრიობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა კანადელმა ასტრონავტმა, ჯერემი ჰანსენმა ძრავის წვის დასრულების შემდეგ. კოსმოსიდან პირდაპირ ეთერში გადაცემულ ინტერვიუში, მეთაურმა რიდ უაისმენმა დედამიწის „პოლუსიდან პოლუსამდე“ „სანახაობრივი“ ხედი აღწერა. ეკიპაჟმა დაასრულა პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრეს მისიის მნიშვნელობაზე, […]

admin03.04.2026

შვეიცარიამ ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის ვიზების დროებით დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

შვეიცარიაში საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებს 2026 წლის 3 აპრილიდან ვიზა დასჭირდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს მიიღო და 12 თვის განმავლობაში იქნება ძალაში. საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხება. „3 აპრილიდან, საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. ეს […]

admin02.04.2026

Cashback-ის და Mastercard-ის სააღდგომო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს

სააღდგომოდ, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ი და Mastercard-ი, მომხმარებლებს გაზრდილ ქეშბექს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, 4-დან 8 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის Mastercard ბარათების მფლობელებს საშუალება ექნებათ გადახდილი თანხის 30%-მდე მომენტალურად დაიბრუნონ. 4 აპრილი – MIDEA – 30% ქეშბექი | ლიმიტი 300 ლარი შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და ვრცელდება არსებულ ფასდაკლებაზეც. 8 აპრილი – NIKORA SUPERMARKET – 25% […]

admin02.04.2026

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო […]

admin02.04.2026

ნავთობის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ეროვნულ მიმართვაში განაცხადა, რომ აშშ ირანს „უკიდურესად მძლავრად“ დაარტყამს

ნავთობის ფასები გაიზარდა და საფონდო ბირჟებზე ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ ირანს „უკიდურესად მძლავრად“ დაარტყამს. თავის მიმართვაში ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, „გამბედაობა მოიკრიბონ“ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და განაცხადა, რომ აშშ-ს ეს არ სჭირდება. „ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ მომდევნო ორი-სამი […]

admin02.04.2026

ტრამპი აცხადებს, რომ „მტკიცედ განიხილავს“ ნატო-დან აშშ-ის გასვლას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მტკიცედ განიხილავს“ ნატო-დან გასვლას. ამის შესახებ მან ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ბრიტანული გაზეთის ცნობით, დონალდ ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა. კითხვაზე, გადახედავდა თუ არა ის ალიანსში შეერთებული შტატების წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას ექვემდებარება“. „ნატო არასდროს მხიბლავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი […]

admin01.04.2026