ეროვნული ბანკი: საქართველოს საგარეო ვალი 26.9 მილიარდ დოლარს შეადგენს
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 26.9 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 72.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ის 70.4 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, წინა კვარტალთან შედარებით, 352.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 440.1 მლნ აშშ დოლარით და […]