„მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის და EOD-ის ასეულის წარმომადგენლებისთვის „მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა. რქბ დაცვის ასეულისა და EOD-ის სამხედროებმა ორკვირიანი სწავლების ფარგლებში შეძენილი უნარ-ჩვევები დასკვნით ეტაპზე პრაქტიკაში განახორციელეს. მათ სცენარის მიხედვით აღმოაჩინეს უკანონო ლაბორატორია, სადაც მომწამვლელი ნივთიერება მზადდებოდა. სამხედროებმა უმოკლეს დროში […]