Wednesday, 14 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.91 ▲
£ 3.44 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

შიდა ქართლის რეგიონში კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს მცირე, მაგრამ ეფექტური და ეკოლოგიურად ძალიან მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომლებიც არამხოლოდ მოიპოვებენ წიაღს, არამედ შეძლებენ მათ გადამუშავებასაც და შექმნიან დამატებით დოვლათს ქვეყანაში“ – ეს განცხადება ნათია თურნავამ შიდა ქართლის რეგიონში შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა. […]

admin29.12.2019

ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

admin28.12.2019

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღოდა თბილისის მერის ანგარიში, რომლის წარდგენისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტიც პრიორიტეტულ მიმართულებებს და დედაქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება. ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები საკრებულოს წევრების წინაშე თბილისის ვიცე-მერმა […]

admin28.12.2019

ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰულუსი აკარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის როლი ხაზგასმით აღნიშნა. მან თურქულ მხარეს საქართველოს […]

admin25.12.2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელლობით ქართული ოცნების დელეგაციასთან შედგა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. “ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს […]

admin24.12.2019

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა. სიტყვით მიმართვისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაზე ისაუბრა: „ჩვენ ახალი, […]

admin24.12.2019

დედაქალაქის მერი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფლისა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო

რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო სოფლისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოებს გვიან ღამით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც მერმა განაცხადა, ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. „ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მინდა მოვიწვიო ყველა პატარა და არამხოლოდ პატარა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს […]

admin24.12.2019

საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. „ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ქმედითი და ეფექტიანი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება გვარდიის უმთავრესი ამოცანაა. ძლიერი რეზერვი […]

admin21.12.2019

ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა

ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ვაკის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „პირველ რიგში, მინდა, ნოდარ ტურძელაძეს მადლობა გადავუხადო. ასევე, ვაკის რაიონის გამგეობის თითოეულ თანამშრომელს და ყველა […]

admin20.12.2019

მიხეილ ჩხენკელმა საჯარო სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯარო სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „ნება მომეცით, პირველ რიგში სწორედ სკოლებში უსაფრთხოებაზე საუბრით დავიწყოთ – იმაზე, რაც უკვე გაკეთდა, და იმაზეც, კიდევ რა უნდა გაკეთდეს გამოწვევებზე საპასუხოდ, ჩვენი შვილებისთვის სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. 2019 წელს დამტკიცდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი […]

admin20.12.2019