რუსლან აბაშიძე: „აფხაზეთში მიმდინარე პროცესი არის იმ ოკუპაციის შედეგი, რისი მსხვერპლიც 27 წლის განმავლობაში არის აფხაზური საზოგადოება“
აფხაზეთის საზოგადოების პროტესტი არის გარკვეული გმირობა იმ კუთხით, რომ ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პირობებში ახერხებენ და აფიქსირებენ პროტესტს, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ. მისი თქმით, დღეს სოხუმში რთული ვითარებაა და ის პროცესები, რომლებიც იქ მიმდინარეობს, იმის გამოძახილი და შედეგია, რაც ბოლო 25-27 წლის განმავლობაში აფხაზეთში ხდებოდა. „ყურადღებით ვადევნებთ თვალს სოხუმში მიმდინარე პროცესებს, […]