Sunday, 04 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▼
£ 3.44 ▼
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი ისტორიის მქონე თეატრი, ერთგულ მაყურებელს ამჯერადაც მრავალფეროვან და სიახლეებით სავსე თეატრალურ სეზონს შესთავაზებს. წლევანდელ სეზონს თეატრალური დასი განსაკუთრებული შემოქმედებითი ენერგიითა და განახლებული ხედვით ხვდება. დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი და გასტროლი. 9 ოქტომბერს მაყურებელი იგორ ბაუერსიმას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „ნორვეგია დღეს“, პრემიერას […]

admin2 დღის წინ

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც კანონმდებლობის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 […]

admin3 დღის წინ

2025 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობამ 254 მილიარდი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1 პროცენტით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წელს მისი მოცულობა 99.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით მეტია. ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის […]

admin3 დღის წინ

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, 23-27 სექტემბერს, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულმა თეატრმა კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს, „თბილისურ ბროწეულებს“ უმასპინძლა. თბილისური ბროწეულები ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და საერთაშორისო მასშტაბით გამოირჩევა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მსოფლიო თეატრალურ სივრცეში აღიარებული რეჟისორებისა და არტისტების საუკეთესო ნამუშევრებს იტალიიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან. თეატრალური ფესტივალი  რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მემკვიდრეობას […]

admin4 დღის წინ

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით […]

admin4 დღის წინ

საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს. ანალიზი ძირითადად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს როგორც ფინანსური სექტორის მდგომარეობაზე, ასევე ეკონომიკის იმ ძირითად ტენდენციებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ანგარიშში შეფასებულია საგარეო სექტორიდან მომდინარე მოწყვლადობები და დეტალურად […]

admin4 დღის წინ

თბილისის მეტროპოლიტენი 111 ახალი ვაგონით განახლდება – ჯამში მას ჩინეთიდან 25 მატარებელი შეემატება, მათგან 14 იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი 5-ვაგონიანი მატარებელი 

„თბილისის მეტროპოლიტენის განახლება  111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა […]

admin5 დღის წინ

ეროვნული ბანკი: 2026 წლის აგვისტოში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 566 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 270 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.83% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 565.93 მლნ ლარით, ანუ […]

admin5 დღის წინ

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის […]

admin25.09.2026

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით – ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობითა და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება […]

admin25.09.2026