„ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„თითოეულმა ჯარისკაცმა მინდა იცოდეს, რომ დაგეგმილ ყველა რეფორმას წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2020 წლის გეგმებიც გააცნო და განაცხადა, რომ სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი ნატოს სტანდარტებით თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება და ჯარისკაცების სათანადო დაფასებაა. თავდაცვის მინისტრმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის […]