გიორგი გახარია ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ მინისტრს, ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს. სუამ-ის […]