Monday, 15 June 2026
$ 2.66
3.08
£ 3.57
0.04
0.06

საქართველოს 2019 წლის ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა

2019 წლის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და 5.2%-ს გაუტოლდა. 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.6%-ს შეადგენდა. ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ – 2019 წლის ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ რეკორდულია 2020 წლის იანვრის ექსპორტის მოცულობაც. მზარდია ტურისტების რაოდენობა და ტურიზმიდან შემოსავლებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2020 […]

admin13.02.2020

„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისია საქართველოში გაიგზავნოს

ევროპარლამენტარები „ევროპელი სოციალისტების პარტიიდან“(PES) მხარს უჭერენ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნას. „ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ. ეს მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ ჩვენი კოლეგები სოციალისტების და დემოკრატების ალიანსიდან და ევროპის სახალხო პარტიიდან, დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმის არსებითი მხარის […]

admin13.02.2020

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა. ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. მხარეებმა უკრაინასა და […]

admin13.02.2020

აშშ-ის საელჩო – მხარს ვუჭერთ საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგს

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებაა, რომელიც ქართველ ხალხს საუკეთესოდ ემსახურება. “აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ […]

admin13.02.2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რაიმუნდას კარობლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ლიეტუვასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე – საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი […]

admin12.02.2020

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება: „ივანიშვილი საქართველოს ნახევარს ეუბნება, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და ამის მერე, რას გააკეთებს ჩემ მიმართ, ცოტა ნაკლებად მაინტერსებს“

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში თავის „მეგობრებთან ერთად ბრუნდება“ და „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი, რომელიც შემდგარია და რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ინტენსიურად მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნაზე. „ამ პროცესში არ მიიღო პოლიტიკაში მონაწილეობა, იქნება ფაქტობრივად აბსურდი მთელი შენი წინა ცხოვრება. მაშინ რატომ იყავი ჩართული და მაშინ რატომ გინდოდა […]

admin12.02.2020

კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს. პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარებს მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშს და სვენ მიქსერს შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და წინასაარჩევნო გარემოს. ევროპარლამენტარებმა […]

admin12.02.2020

კარლ ჰარცელი: „ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს“

ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუშინ ევროკავშირის ელჩებთან ერთად გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დეტალურად განიხილა. „გუშინ მქონდა შესაძლებლობა, ევროკავშირის ელჩებთან ერთად დეტალურად განმეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავასთან დაკავშირებით. გარემოებები, რომელიც […]

admin12.02.2020

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტად სტრასბურგში იმყოფებიან

პოლიტიკური გაერთიანება  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხება არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. […]

admin11.02.2020

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი, სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტშია აღნიშნული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების […]

admin11.02.2020