ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა
ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები, მათ შორის: ევროკავშირის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ განათლების პრიორიტეტად გამოცხადება და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფა. 2022 წლისთვის განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის […]