საქართველო

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

admin 14.03.2020

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა.

როგორც მან განაცხადა, საბოლოო პასუხის მისაღებად საჭიროა განმეორებითი ტესტის ჩატარება, ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.