არჩილ თალაკვაძე: „2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ იქნება განახლებული გუნდით და ძალიან ძლიერი პროგრამით წარმოდგენილი“
„ჩვენ ვგეგმავთ გავიმარჯვოთ. 2020 წლის არჩევნებში რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება განახლებული გუნდით და ძალიან ძლიერი პროგრამით წარმოდგენილი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ეს იქნება ჩვენთვის უპირობოდ მისაღები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, უმრავლესობის წევრების ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, დღეის მონაცემებით შეთანხმება შესაძლებელია და იმ პოლიტიკურ პარტიას, […]