Wednesday, 29 April 2026
$ 2.69
3.15
£ 3.63
0.04
0.06

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას კალაძის დავალებით ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქლაქის საკრებულოს წევრები ბიუროს სხდომაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მან კახა კალაძე კორუფციაში არაერთხელ ამხილა და ასევე იმის გამოც, რომ ბოლოს მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ საკრებულოში მომუშავე დამლაგებლებს მათხოვრულ ხელფასს, 200 ლარს აძლევენ და თან მონურად ამუშავებენ. მისი თქმით, […]

admin24.01.2020

მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან გამართა შეხვედრა

ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ბრიტანეთის საბჭოს რეგიონულ დირექტორთან ჯოანა ბურკთან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის სავაჭრო დესპან, ვინტერბორნის ბარონესა ემა ჰარიეტ ნიკოლსონთან, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. საუბარი შეეხო საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამას „შემოქმედებითი ნაპერწკალი“. მხარეებმა ამ პროგრამის განვითარების ახალი პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ხაზი […]

admin24.01.2020

სალომე ზურაბიშვილმა მაიკ პენსს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე,  „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. მაიკ პენსმა კი აღნიშნა, რომ ,,აშშ საქართველოს გვერდით დგას და იდგება მუდამ!” იერუსალიმში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომელშიც 45 მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს მეთაურთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

admin24.01.2020

მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით სექტემბრიდან 150 სკოლაში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის Microsoft-ის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე, სკოლებში „Minecraft Education Edition“ სექტემბერში საპილოტე დანერგვასა და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბებაზე. მაიკროსოფტის „Minecraft”-ის განყოფილების წარმომადგენლებმა მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვით სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში […]

admin24.01.2020

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე, საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ნატო-ს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიების დროს განაცხადა. „მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის […]

admin23.01.2020

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ ძალიან მნიშვნელოვან განხილვებში მონაწილეობა. რამდენიმე ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: უპირველეს ყოვლისა, აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია. ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა […]

admin23.01.2020

ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული გიორგი გახარიას წერილით მიმართავს

საქართველოს მთავრობა „ფეისბუქგვერდზე“ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილს ავრცელებს, რომელშიც შეშფოთებაა გამოხატული „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო“. „ჩვენ გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც არიან დემოკრატიული რეფორმებისა და […]

admin22.01.2020

„განვაგრძობ უხელფასოდ ფიზიკის გაკვეთილების ჩატარებას“ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი საპენსიო ჯილდოს მიღების შემდეგაც „არ ღალატობს“ თავის საქმეს

პენსიონერი პედაგოგების მიერ სახელმწიფო ჯილდოს მიღებისა და სამსახურისთვის თავის დანებების შემდეგ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში შექმნილი საკადრო დეფიციტის გამო სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელიც ამავე სკოლაში ფიზიკას ასწავლის, გადაწყვიტა, რომ 15 თებერვლიდან, როცა მას მასწავლებლის სტატუსი ოფიციალურად შეუჩერდება, უხელფასოდ განაგრძოს 2020 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე საგნის სწავლება. როგორც „ბიზნესკონტინენტს“ ბატონმა ვაჟა ზურნაჩიანმა უთხრა, […]

admin22.01.2020

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უწყებაში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა […]

admin22.01.2020

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა. შეხვედრა იერუსალიმში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილეობის მიზნით შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად […]

admin22.01.2020