Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

ირაკლი კობახიძე: 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია

გამჭვირვალობის შესახებ კანონი არც არავის ზღუდავს და არც სტიგმატიზაციას ახდენს არც ერთი ორგანიზაციის, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 100-ზე ბევრად მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავითარ პრობლემებს არ უქმნის ამ ორგანიზაციებს ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ერთადერთი […]

admin18.10.2024

ირაკლი კობახიძე: არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა

არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის […]

admin18.10.2024

მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია. „2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში […]

admin18.10.2024

ევროპული საბჭო: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო

ევროპული საბჭო ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, იგი კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში. დოკუმენტის თანახმად, „ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ […]

admin18.10.2024

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა. დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართა. „გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულდა – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის წინ დაწყებული ისტორია […]

admin18.10.2024

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 შეადგინა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა […]

admin18.10.2024

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, უძრავი ქონების ფასი კი სწრაფი ტემპით დაეცა

ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკაა, მესამე კვარტალში, გასული წლის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მკვეთრი ზრდის აღდგენას ცდილობს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, წლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.6%-ით გაიზარდა. წინა კვარტალთან შედარებით, ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია და ასევე ნაკლებია მთავრობის ამ წლისთვის განსაზღვრულ „დაახლოებით […]

admin18.10.2024

გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება

სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა და დააზუსტა, რომ ეს ჩანაწერები სუს-იდან არ არის. „ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით […]

admin17.10.2024

კრემლი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთდაცვის შეთანხმება „ერთმნიშვნელოვანია“

რუსეთმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება, რომელსაც მან ხელი მოაწერა ჩრდილოეთ კორეასთან ამ წლის დასაწყისში, ითვალისწინებს „სტრატეგიულ თანამშრომლობას“ ყველა სფეროში, მაგრამ უარი თქვა იმის კომენტირებაზე, თუ როგორ შეიძლება შეთანხმებაში ჩაწერილი ორმხრივი თავდაცვის მუხლის პრაქტიკაში განხორციელება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეთანხმებას ივნისში ფხენიანში სტუმრობისას მოაწერა ხელი და თქვა,  რომ იგი მოიცავდა ურთიერთდახმარების […]

admin16.10.2024

სუს-ი: პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას

პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური […]

admin16.10.2024