Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის 9 თვეში 3.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 779.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 4.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 992.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 3.6 პროცენტი […]

admin15.10.2024

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტორანსპორტისთვის გაიხსნა. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და ხუთ გვირაბს. ახალი მაგისტრალური გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში, სადაც ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების ყველა ღონისძიება და უმაღლესი სტანდარტისთვის, უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. შემოვლითი გზა გვერდს უვლის […]

admin11.10.2024

ფლორიდა ქარიშხალ „მილტონის“ იარებს იშუშებს

სულ მცირე 16 ადამიანია გარდაცვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ხუთი ფლორიდაში, მას შემდეგ, რაც ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ტროპიკულმა ქარიშხალმა „მილტონმა“ გადაურა. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი „მილტონი“ ფლორიდის შტატიდან უკვე ბაჰამისკენ მიიწევს, გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდა მოქალაქეებს, რადგან მომავალ დღეებში წყალდიდობების მაღალი ალბათობა არსებობს. მან აღნიშნა, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. „მოულოდნელად, […]

admin11.10.2024

Moody’s-ის უფროსი ანალიტიკოსი – ჩვენი სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება

ჩვენი საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება, – ამის შესახებ საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ალექსის ფილიპიდესმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სტაბილურმა საოპერაციო გარემომ ხელი შეუწყო საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის მომგებიანობას. „ბოლო წლებში, საქართველოს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხისა და მომგებიანობის მხრივ […]

admin10.10.2024

2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 14.5 პროცენტით გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 14.5 პროცენტით, ანუ 223.8 ლარით გაიზარდა და 1 766.8 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა, თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო ისეთ დარგებში, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 […]

admin10.10.2024

ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა სექტემბერში 1.9 პროცენტი შეადგინა

2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის სექტემბერში ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა, რაც 1.6 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.3-პროცენტიან ინფლაციაზე. ცალკეულ კომპონენტებს რაც შეეხება, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – […]

admin10.10.2024

ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს

ქარიშხალი „მილტონი“ უკვე თავს დაატყდა ფლორიდას, სადაც 2 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნესის სექტორი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც BBC იტყობინება, ფაქტობრივად, მთელი უბნები სიბნელეშია გახვეული. გარდაცვალება დადასტურდა შტატის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სენტ-ლუისის ოლქში, სადაც ოფიციალური პირების თქმით, ტორნადოები დაფიქსირდა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა უცნობია. მილიონობით ადამიანი გაიქცა შტატიდან ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, რადგან ათობით გაფრთხილება გავრცელდა წყალდიდობის, […]

admin10.10.2024

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, 73 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა. ევროდეპუტატებმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი შესწორებებით დაამტკიცეს, კერძოდ, რეზოლუციის პროექტის მეექვსე პარაგრაფს, სადაც ეწერა: „კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ ქვეყანაში, თავისუფალი კორუფციისგან, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ […]

admin09.10.2024

ფლორიდას მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება

ფლორიდის მცხოვრებლები ჩქარობენ გადაუდებელი სამზადისის დასრულებას – ან უბრალოდ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების დატოვებას – რადგან ქარიშხალი მილტონი მჭიდროდ დასახლებული ტამპას ყურისკენ მიემართება. მილტონი ამჟამად მეხუთე კატეგორიის ქარიშხალია, რომელსაც მძვინვარე ქარი ახლავს თან, რომლის სიჩქარე საათში 270 კმ/სთ-ს აღწევს. მოსალოდნელია, რომ ის მთელი ძალით ოთხშაბათ ღამით დაატყდება თავს ფლორიდას, არადა ორ კვირაზე ნაკლები დროა გასული მას […]

admin09.10.2024

ლიბერთის სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი „გვირილა“ შეუერთდა

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მარკეტების ქსელთან „გვირილა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, სოციალური ბარათის მფლობელები, ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ. „საბითუმო ფასით“ ისარებლებენ. ამასთან, მარკეტების ქსელი „გვირილა“ მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად ლოიალობის, კერძოდ „მეგობარი ბარათის“ დაგროვებით პროგრამას სთავაზობს. „მეგობარი ბარათის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს 5% ,,გვირილა ქულების“ სახით უბრუნდება და აღნიშნული „გვირილა ქულებით“ […]

admin09.10.2024