Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

შარლ მიშელი: ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ განვითარებადი ქვეყნებისთვის

ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Financial Times-ს განუცხადა, ევროკავშირმა უნდა გამოავლინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ, სავაჭრო ან პოლიტიკურ თანამშრომლობის შეთანხმებებს, თუკი მას სურს […]

admin25.10.2024

ცესკო-ს თავმჯდომარემ  26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება. არჩევნების მოდერნიზება […]

admin25.10.2024

საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ახალ სერვისს – „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო. „გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც. უძრავი ქონების ტრანზაქციებში […]

admin25.10.2024

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

„მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში” ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები ინფლაცია საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება დაბალი და სტაბილური ინფლაცია […]

admin23.10.2024

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია 7.6 %-მდე

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლის ოქტომბრის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.6 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 6.0 პროცენტს გაუტოლდება. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სავალუტო ფონდის პროგნოზების შესაბამისად, 2024 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,882.6 აშშ დოლარს – მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით – 27,363.4 საერთაშორისო […]

admin23.10.2024

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სექტემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.8 პროცენტი შეადგინა. ფასების […]

admin23.10.2024

გაერო: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა

GUARDIANGE – უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით შემცირდა, ანუ დაახლოებით მეოთხედით, მას შემდეგ, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რაც განაპირობა ლტოლვილების ქვეყნიდან წასვლამ, შობადობის შემცირებამ და ომის შედეგად მოქალაქეთა დაღუპვამ, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ფლორენს ბაუერმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა თქვა, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ისედაც […]

admin23.10.2024

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე არ დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზრს იცვლის და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე არ დაასახელებს. როგორც მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს. „მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი, ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან […]

admin23.10.2024

საპატრულო პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, 23 ოქტომბერს თბილისში პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

23 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, მოსალოდნელი გადატვირთული მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიების გამო, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობის გარკვეული პერიოდით შეზღუდვას უკავშირდება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული […]

admin22.10.2024

ირაკლი კობახიძე: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს,  უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი […]

admin22.10.2024