Wednesday, 07 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.93 ▲
£ 3.45 ▲
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ▼

ლიბერთიმ, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა. წელს, სპეციალურმა ჯიურიმ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ 11 ფინალისტი შეარჩია და მათგან სამი  მასწავლებელი 2024 წლის გამარჯვებული გახდა. პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები არიან: საბა […]

admin08.10.2024

საპატრიარქო: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა“ დაცვის კანონი გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ღირებულებების დასაცავად

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე. საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და […]

admin04.10.2024

კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი. მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და […]

admin04.10.2024

ვახტანგ გომელაურმა 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე. არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, […]

admin04.10.2024

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროპული გზა

საფრანგეთი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროპული გზა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. როგორც მაკრონი აღნიშნავს, საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. „ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ის იმედოვნებს, […]

admin04.10.2024

შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონს ხელი მოაწერა

დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს, ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს – ოჯახსა და […]

admin04.10.2024

ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

„ლიბერთი ბანკი“ დასახელდა საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერკომპანიად EMEA რეგიონში საერთაშორისო კომპანიების -Penki Kontinentai Group-ისა და Diebold Nixdorf -ის მიერ და გადაეცა ჯილდო “Leading Innovator in Banking Functionality Award 2024” ბანკომატებშიმომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის. ასევე,Penki Kontinentai Group-სა და ლიბერთის შორის ხელი მოეწერაურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,რომელიც მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს. ლიბერთი, უკვე რამდენიმე წელიამოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ფინანსურ […]

admin03.10.2024

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „ძვირფასო პრეზიდენტო, მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ჩვენ ერთმანეთს მნიშვნელოვან მომენტში შევხვდით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და […]

admin03.10.2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძე წარადგინა. ალექსანდრე წულაძემ პრემიერ- მინისტრსა და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ […]

admin02.10.2024

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის საფასურს გადაიხდის

ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყნის მიმართულებით დაახლოებით 180 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესი ნაწილი შეაჩერეს. როგორც BBC იუწყება, ერთი პალესტინელი მამაკაცი დაიღუპა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ცენტრალურ ისრაელში სკოლა, თელ-ავივში კი, რესტორანი დაზიანდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმას „დიდი შეცდომა“ უწოდა და პირობა დადო, რომ ირანი „ამისათვის გადაიხდის“. შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, […]

admin02.10.2024