Sunday, 28 June 2026
$ 2.65
3.02
£ 3.50
0.03
0.06

სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების 26 ოქტომბერს გამართვის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულებები: საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ.

admin27.08.2024

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, […]

admin27.08.2024

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა მცხეთაში, საარჩევნო შეხვედრაზე

მოგესალმებით, მცხეთელებო, დუშელებო, თიანელებო, მოხევეებო, ფშაველებო, ხევსურებო, გუდამაყრელებო, მოგესალმებით ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს – მცხეთა-მთიანეთს წარმოადგენთ. სიმბოლურია, რომ რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში: მცხეთიდან გააერთიანა ფარნავაზმა ჩვენი ქვეყანა და შექმნა პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო; მცხეთაში ინახება უფლის კვართი; მცხეთაში აიგო პირველი […]

admin22.08.2024

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია. შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო […]

admin21.08.2024

თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა არ არის პასუხი რომელიმე ქვეყნის ან საფრთხის მიმართ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საიდუმლო ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა, არ არის პასუხი რომელიმე ქვეყანაზე ან საფრთხეზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. შესაბამისი განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა გადახედა ბირთვული შეკავების სტრატეგიას და ის პირველადაა ორიენტირებული ჩინეთის ბირთვული არსენალის გაფართოებაზე. „ამ ადმინისტრაციამ, […]

admin21.08.2024

იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ აშშ დოლარი – ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა. უარყოფითმა […]

admin13.08.2024

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 16 წლის წინ, ამ დღეს რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა. „დღეს ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს ან დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავის ნებას ახვევს იქაურ მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის […]

admin08.08.2024

ირაკლი კობახიძე: ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული

ჰააგასა და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული, ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ […]

admin08.08.2024

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალედა ზია შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მოჰამედ შაჰაბუდინ ჩუპუმ მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა და ბანგლადეშში სამხედროების მმართველობა გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დათხოვნა ქვეყნის დროებითი მთავრობის ფორმირების მიზნით მოხდა. მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის დროსაც ასეულობით ადამიანი […]

admin07.08.2024

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack “საზაფხულო“ აქციებს იწყებს

5 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ლიბერთის ნებისმიერი ტიპის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ყველაზე მაღალი 60%-მდე CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე. მეგობარი ობიექტები, რომლებშიც ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებლები  „საზაფხულო“ აქციით შეძლებენ სარგებლობას: 5 აგვისტო – Ninea/ნინეა – 40%  CashBack  (როგორც ფიზიკურ შენაძენზე, ასევე ელკომერციაზე) |  დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი 150 ლარი 5-6 აგვისტო –  TERTMETI TBILISI – […]

admin03.08.2024