Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენმა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზეა გამახვილებული. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დე ფაქტო მთავრობები აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დაცულია, 2008 წლიდან დღემდე რუსეთის ჯარი ადგილიბრივ მოსახლეობას, ეთნიკურად ქართველებს საოკუაპციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აკავებს. რუსეთი აგრძელებს […]

admin21.04.2018

კიმ ჩენ ინი: „21 აპრილიდან, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ გამოცდებს და კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას აჩერებს“

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ყველა სარაკეტო გამოცდა შეაჩერა. ქვეყნის უზენაესი ლიდერის გადაწყვეტილებით, ასევე, დაიხურება ბირთვული გამოცდის ადგილიც. ამიერიდან, კომუნისტური სახელმწიფოსთვის ახალი სტრატეგია ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის მიღწევა იქნება. „21 აპრილიდან, ჩრდილოეთ კორეა აჩერებს ბირთვულ გამოცდებს და კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას“, ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. KCNA-ის ცნობით, კიმმა განაცხადა, რომ […]

admin21.04.2018

შსს-მ YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ […]

admin20.04.2018

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს. კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე მხოლოდ წინასწარი კონსულტაციებია ჩატარებული, ამიტომ განხილვები საკითხის ირგვლივ გაგრძელდება. „საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება. კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება […]

admin20.04.2018

ნუკრი ქანთარია: რაც უფრო გადაიდება უმრავლესობის სხდომა, მით უფრო გართულდება ვითარება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღზე ინფორმაციას არ ფლობს. ქანთარია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რაც უფრო გადაიდება, პრობლემის მოგვარება მით უფრო გართულდება. „უმრავლესობის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება თუ შემოდგომაზე, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც უფრო გადაიდება, ვითარება უფრო და უფრო გართულდება, რადგან პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა […]

admin20.04.2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 ბაგა-ბაღის აღდგენაზე გამოცხადებული ტენდერის პირველი ნაწილი დასრულდა

გარდაბნის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი 4 585 700 ლარიდან თითქმის ნახევარი, დაახლოებით, 2 158 460 ლარი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღდგენას მოხმარდება. (გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ფოტოზე ხელმარჯვნივ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, ლევან ჩადუნელთან სამუშაო შეხვედრაზე). როგორც „ბიზნესკონტინენტს“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა, ოთხშაბათს, 18 აპრილს უკვე […]

admin19.04.2018

ავსტრიული კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში 2 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს

მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, – ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციით კმაყოფილია და მიესალმება განვითარების იმ დინამიკას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. „ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ […]

admin19.04.2018

სს გეს „საქრუსენერგო“ 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით 330 კვ. ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისო ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის მეშვეობითაც წარმოებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებისის პარალელურ რეჟიმში მუშაობა, ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემა 500 კვ ეგხ „კავკასიონით“ პარალელურ რეჟიმში მუშაობას ახორციელებს რუსეთის ენერგოსისტემასთან. აქედან გამომდინარე 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ იმყოფება მარქაფში. სს გეს „საქრუსენერგო“-ს ცნობით, 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო […]

admin19.04.2018

საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა, – მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს. როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება. […]

admin19.04.2018

თავდაცვის მინისტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ში საზღვაო ქვეითთა თამაშებში მონაწილე დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შეხვდა. ლევან იზორიამ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობას გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს. დღესვე თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადასცა. […]

admin19.04.2018