საქართველო

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრს მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა

admin 08.05.2018

საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯონათან პერიშმა გააფორმეს.

თავდაცვის სანინისტროს ცნობით, დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს.