ალჟირში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 250-ზე მეტი ადამიანი
ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 250 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას როიტერსი ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ილ-76 ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამჟამად, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველები მუშაობენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 2014 წელს ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო-სატრანსპორტო […]