ბაჩო ახალაია: მოსამართლეები უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე დამნაშავედ სცნო, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად, მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი […]