Thursday, 01 October 2026
$ 2.60 ▼
€ 2.96 ▲
£ 3.46 ▲
₽ 0.03 ▲
₺ 0.05 ▼

ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს წარმატება უსურვა და სიტყვით მიმართვისას ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის […]

admin17.04.2018

ერევანში ოპოზიციამ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება

ერევანში, სადაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ მინისტრის პოსტზე დამტკიცების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. „ქვეყანაში რევოლუციური მდგომარეობა შეიქმნა და ვაცხადებ არაძალადობრივი, სახალხო, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შესახებ“, განაცხადა პაშინიანმა ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგზე. „საფრანგეთის მოედანზე“, სადაც მიტინგი დაიწყო, დაახლოებით სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა, როგორც ამას „რია […]

admin17.04.2018

კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა მოხდეს

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიამ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს. მისი თქმით, თბილისში, ზოგიერთი ქუჩის შუა ნაწილში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც […]

admin17.04.2018

ქიმიური იარაღის საერთაშორისო ინსპექტორებს სირიაში ნებას დართავენ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა

ქიმიური იარაღის ინსპექტორებს სირიაში ნებას დართავენ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც 7 აპრილს სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა, განაცხადა რუსეთმა. ინსპექტორთა საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქვეყანაში შაბათის შემდეგ იმყოფება, დუმაში ვიზიტის საშუალება ამ დრომდე არ მიეცა. 7 აპრილის თავდასხმამ, შაბათს გამთენიისას სირიის სამთავრობო სამიზნეებზე შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო დარტყმები განაპირობა. სირია და მისი მოკავშირე რუსეთი […]

admin17.04.2018

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ დროებით შეწყდება ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემა

„ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას“, განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის 2017 წელს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების პროცედურული საკითხების ახსნას ეხებოდა. ამის მიზეზად გიორგი მარგველაშვილმა ის დაასახელა, რომ საჭიროა კიდევ უფრო ჩაღრმავება ყველა იმ პროცედურული დეტალისა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება. „მანამ, სანამ არ გავივლით […]

admin16.04.2018

დიმიტრი ქუმსიშვილი: მაღალი ეკონომიკური ზრდა მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია ჩვენს პროგრამაში სავალუტო ფონდთან. მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა საქართველოში და გრძელდება 2018 წელს, მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს მთავრობის მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

admin16.04.2018

ტრამპმა გააფრთხილა ასადის რეჟიმი, რომ ვაშინგტონი „სრულად არის მზად სამხედრო იერიშების“ სირიაზე კვლავ მისატანად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა სირიის მთავრობა, რომ ვაშინგტონი „სრულად არის მზად სამხედრო იერიშების“ კვლავ მისატანად თუკი დამასკო ახალ ქიმიურ თავდასხმებს განახორციელებს. ტრამპმა სირია მას შემდეგ გააფრთხილა, რაც შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სამ სირიულ სამიზნეზე მიიტანეს საჰაერო დარტყმები, რაც ერთი კვირის წინ ქალაქ დუმაში მომაკვდინებელი ქიმიური თავდასხმის პასუხი იყო. სირია უარყოფს […]

admin15.04.2018

სააკაშვილი პირობას დებს, რომ „ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე“ გაკეთდება უსამართლო ვალების და კრედიტების სია

ქართული საბანკო სექტორის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის – ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი“. საქართველოს მოსახლოებისადმი ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს, რის შემდეგაც „ივანიშვილის […]

admin15.04.2018

პოლიციამ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, […]

admin14.04.2018

მიხეილ ჯანელიძე: სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „თვითერით” განცხადება გაავრცელა და აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „სათანადო და საჭირო” უწოდა. „აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, […]

admin14.04.2018