ზაზა გაბუნია: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, აცხადებს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფისკალური დეცენტრალიზაცია. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას. „ამისთვის ჩვენი ინიციატივაა […]