Thursday, 21 May 2026
$ 2.68
3.10
£ 3.58
0.04
0.06

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, პირველად, ქართული და სომხური კერძების ფესტივალი ჩატარდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, პირველად, ქართული და სომხური კერძების ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, ეშტიის #1 საჯარო სკოლა, განძის #1 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა და კულტურის ცენტრი, ასევე, 4 რესტორანი 6 ინდივიდუალური მზარეული მონაწილეობდა. „დღევანდელი ღონისძიება ჩვენს მუნიციპალიტეტში მეგობრულად მცხოვრები ქართველი და სომეხი ხელმარჯვე ქალების უნარ-ჩვებების გამოხატვის ერთ-ერთი დასტურია, რომელსაც ტრადიციული […]

admin25.10.2018

კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და მმართელი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება და მისი გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში. „პირველ რიგში, […]

admin25.10.2018

„ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით ამომრჩეველთა 31% გრიგოლ ვაშაძეს, 28% – სალომე ზურაბიშვილს, ხოლო 14% დავით ბაქრაძეს მისცემდა ხმას

„ედისონ რისერჩი“ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები, ალოკაციის მიხედვით, ასე გადანაწილდა: გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 31%; „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 28%; „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით […]

admin25.10.2018

მეფე თეიმურაზ მეორეს 1761 წელს შექმნილი პორტრეტი ხელოვნების სასახლეში გამოიფინა

მეფე თეიმურაზ მეორეს პორტრეტი საქართველოშია. დედოფალ ელისაბედის დავალებით, ალექსანდრე ანტროპოვის მიერ, 1761 წელს შექმნილი ტილო არა მხოლოდ საქართველოს საგანძური, არამედ მსოფლიო შედევრების ნაწილია. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ დაკარგული საგანძური დავიბრუნეთ, მეფის პორტრეტი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხელოვნების სასახლემ შეიძინა უნიკალური ტილო და თეიმურაზ მეფის პორტრეტი მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის […]

admin25.10.2018

​საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა – გათავისუფლდა 30 პირი, ხოლო სასჯელი შეუმცირდა 27-ს

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 57 პირი. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული, ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალია. შეწყალების საკითხთა კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში […]

admin25.10.2018

მამუკა მდინარაძემ მედიას “ქართული ოცნების” დაკვეთით განხორციელებული ახალი სოციოლოგიური კვლევა გააცნო

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ მედიას “ქართული ოცნების” დაკვეთით განხორციელებული ახალი სოციოლოგიური კვლევა გააცნო. ” გვსურს, გაგაცნოთ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა ჩატარდა ორგანიზაცია „ფსიქოპროექტის“ მიერ „ქართული ოცნების“ დაკვეთით. შეგახსენებთ, რომ „ფსიქოპროექტი“ არის ორგანიზაცია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ წლების მანძილზე თანამშრომლობს მაღალკვალიფიციური სოციოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობა ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა არჩევნების შედეგების სწორად და […]

admin25.10.2018

მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ შეაფასა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და პასუხობდა იმ კონრეტულ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს. „ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და ამავე დროს ის პასუხობდა იმ კონკრეტულ შეკითხვებს, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის […]

admin25.10.2018

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ავღანეთში მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის” 7-თვიანი მისია წარმატებით დაასრულეს და დღეს სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დახვდნენ. ბრიგადის გენერლის გიორგი […]

admin24.10.2018

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე – ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა

„ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე – ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა. მისივე  შეფასებით, სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა სამომავლო ხედვებზე საუბარს ვერ დაეთმო, თუმცა, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს სამომავლოდ,  აღნიშნულზე საუბრის საშუალება ექნება. “გუშინ იყო […]

admin24.10.2018

ბიძინა ივანიშვილი “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა NEWS”-ის, “კავკასია”-ს და “იბერია TV”-ს წარმომადგენლებს შეხვდება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს: “მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV”. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა […]

admin24.10.2018