დავით ზალკალიანი: საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ, ეუთო-ს დღის წესრიგში, საქართველოს თემატიკა ძალიან მკაფიოდ ჟღერს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა ამ შეხვედრებზე საუბარის მთავარ თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუცია და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრინციპები და ვალდებულებები. […]