ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს. მოცემულ პიზიციაზე არჩეული პირის მანდატი სამწლიანია, ხოლო დირექტორატი 5 წევრისაგან შედგება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი შეცვალა. საქართველოს […]