„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის გადაწყვეტილებით, „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 სექტემბერს შეეფარდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო ხუთი პირი […]