ლონდონის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა 28 წლის უსმან ხანმა განახორციელა
მამაკაცი, რომელმაც პარასკევს ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით თავდასხმა განახორციელა, ტერორიზმის მუხლით გასამართლებული ყოფილი პატიმარი იყო. როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი, 28 წლის უსმან ხანი, საპატიმროდან პირობითი მსჯავრდებულის სტატუსით იყო გათავისუფლებული და პრობაციონერს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას, რომელსაც მამაკაცის და ქალის სიცოცხლე შეეწირა, სამმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო. ხანი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით შემთხვევის ადგილზე […]