სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. მისმა უწმინდესობამ პრეზიდენტს სტუმრობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია; მოგეხსენებათ, პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული ჩვენთვის […]