თეა წულუკიანმა მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი მარიო გატიკერი მიიღო
იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი მარიო გატიკერი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ტაბატაძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში, აგრეთვე, შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლები და შვეიცარიის ელჩი საქართველოში. მხარეებმა შეხვედრაზე არალეგალური მიგრაციის პრევენციის საკითხები განიხილეს. როგორც ცნობილია, შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში […]