პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს პოლიტიკურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები გააცნო
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები გააცნო. „პოლიტიკური კონსულტაციები საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით პრაქტიკულად დასრულდა. მას შემდეგ რაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს თანამდებობები, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ საპარლამენტო გუნდი, უმრავლესობა […]