აზია

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა

admin 11.01.2020

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა და განაცხადა, რომ ეს „ადამიანური შეცდომა“ იყო. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ყველა დამნაშავე პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ, რაკეტის გაშვებამ, ადამიანური შეცდომის გამო, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ეს დიდი ტრაგედია და უპატიებელი შეცდომაა“ – აცხადებს ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი.

8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ირანმა მასზე სარაკეტო იერიში მიიტანა. კატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.