Thursday, 25 June 2026
$ 2.65
3.00
£ 3.49
0.04
0.06

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 300-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 300-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებული კვლავ 69 პაციენტი რჩება, ხოლო გარდაცვლილია 3 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

admin15.04.2020

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსებას უჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ინსტრუქცია გასცა თავისი ადმინისტრაციის მიმართ, რომ შეაჩერონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსება, რადგან აღნიშნულმა ორგანიზაციამ „ვერ გაართვა თავი თავის მთავარ მოვალეობას“, სათანადოდ შეეფასებინა ჩინეთში კორონავირუსის პირველი აფეთქება და შემდგომი პროცესები. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას თავისი ფუნქცია რომ შეესრულებინა ჩინეთში სამედიცინო ექსპერტების გაგზავნით და მდგომარეობის ობიექტურად შეფასებით და ეთქვა […]

admin15.04.2020

შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, გარკვეული პერიოდით სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – გიორგი გახარია

შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, გარკვეული პერიოდით სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან. „მესმის რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთ-ორ დღეში და რა თქმა უნდა ადამიანებს გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, […]

admin14.04.2020

15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა 10 დღით იკრძალება, საგანგებო მდგომარეობა კი 10 მაისამდე გაგრძელდება

სამწუხაროდ, ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება როდის იქნება გავრცელების პიკი, ამიტომ მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 15 აპრილიდან, 21 საათიდან, 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში, ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს […]

admin14.04.2020

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი

სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი, – განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, სააღდგომო ლიტურგიის მსახურება ჩატარდება. „ამის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი, ნაჩქარევი იქნება რაღაც ვარაუდები გამოვთქვა, ხვალამდე უნდა მოვიცადოთ“ , – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

admin14.04.2020

დავით ზალკალიანი: დიპლომატიური სამსახური არის მაქსიმალურად მობილიზებული რომ არ წამოეგოს არანაირ პროვოკაციას

საქართველოს დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში კომენტარი გააკეთა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროვოკაციის ძალიან ბევრი მაგალითია, არის დიპლომატების მდომარეობიდან გამოყვანის მცდელობები, რომლებიც ისედაც ძალიან მძიმე პირობებში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მისი თქმით მუდმივად, დღეში რამდენჯერმე დიპლომატებს უწევთ პროვოკაციულ ზარებზე პასუხი, თუმცა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები მაქსიმალურად თავშეკავებული […]

admin14.04.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 296-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 296-მდე  გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-ს შეადგენს. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 434 მოქალაქე რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. საქართველოში covid-19-ით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

admin14.04.2020

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებები შეაჯამეს. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის ფარგლებში, […]

admin14.04.2020

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაახანგრძლივა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 15 აპრილამდე იყო გამოცხადებული, 11 მაისამდე გაახანგრძლივა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის შემცირების ნიშნებია. „იმედი გვიბრუნდება, მაგრამ არაფერია გარკვეული“, განაცხადა მაკრონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას. მან აღიარა, რომ საფრანგეთის მთავრობა არ იყო მომზადებული კრიზისისთვის და დაადასტურა, რომ საავადმყოფოებისთვის სამედიცინო აღჭურვილობების მიწოდების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი. მაკრონმა ასევე თქვა: საფრანგეთის […]

admin13.04.2020

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა

„საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში და სამთავრობო კაბინეტთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს იმ ამოცანებს და იმ პრობლემებს, რომლებზეც გადაწყვეტილებები არის მისაღები და რაზეც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომლებშიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტიურად მონაწილეობს. მისი თქმით, […]

admin13.04.2020