საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

admin 11.05.2020

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცის მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

შესაბამისად, ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 317-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452.