97 მომხრე, 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის N2 ბრძანება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, 97 მომხრით 10-ის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული. პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ასევე მიმოიხილა აღნიშნული რეჟიმის ერთთვიანი პერიოდი და ხელისუფლების და საზოგადოების […]