Friday, 25 September 2026
$ 2.62 ▼
€ 2.98 ▼
£ 3.47 ▼
₽ 0.03 ▼
₺ 0.05 ─

ბოლნისის მუნიციალიტეტის სამ სოფელში პოლიცია მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში […]

admin25.04.2020

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში – 4949 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 ადამიანი რჩება. საქართველოში COVID-19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა.

admin25.04.2020

აშშ-ის საელჩო: ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას იწყებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღმიშნულია, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად. ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია“, ნათქვამია აშშ-ის […]

admin24.04.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდეგ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისის მენეჯმენტის პროცესს აქვს […]

admin24.04.2020

ანრი ოხანაშვილი: არ მომხდარა არავითარი გამკაცრება – არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

„არ მომხდარა არავითარი გამკაცრება, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები გააკეთა და […]

admin24.04.2020

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება

გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, თუმცა არც აკადემიური წელი გამოცხადდება. გახარიამ თქვა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რადგან განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლება ეფექტურად დანერგა. მან აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდებიც ჩატარდება, თუმცა შესაძლოა გადავადებას ჰქონდეს ადგილი.

admin24.04.2020

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ. „მოგეხსენებათ, ისეთი გამოწვევები, ისეთი კრიზისები, რომლებიც გახლავთ გლობალური პანდემია, შეუძლებელია, გადალახული იყოს ერთ თვეში, ორ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში. ამ გლობალური პანდემიის შედეგებს მოგვიწევს, გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში და შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ დღესვე გვეზრუნა, ჩვენს საერთაშორისო […]

admin24.04.2020

გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და მოიცავს 2 კვირიან ეტაპს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას. მან თქვა, რომ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შემდეგ კომპანიები ვალდებული იქნებიან ახალი რეგულაციებით იმოქმედონ. ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება. გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყოველ მომდევნო ეტაპზე […]

admin24.04.2020

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტს დღეს წარადგენს. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას, ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას. ამასთან, დღეს წარდგენილი იქნება შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა. „ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დაიწყო. […]

admin24.04.2020

საქართველოში კორონავირუსი 425 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 425 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 111 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 578 მოქალაქე რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.

admin24.04.2020