საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს. ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4887 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 500 მოქალაქე რჩება. საქართველოში COVID-19-ით უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა.