პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას […]