„თბილისის ტაქსის“ მფლობელები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, „თბილისის ტაქსის“ მფლობელები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა. მათ შორის არიან ტაქსის მძღოლები. „თბილისის ტაქსის“ მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის […]