საქართველო საჰაერო საზღვარს უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. “მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. ● […]