„თავისუფლების ინსტიტუტი“ გენდერული კვოტების შემოღებას ეწინააღმდეგება და საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას გეგმავს
„თავისუფლების ინსტიტუტი“ გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თავისუფლების ინსტიტუტი“ ეწინააღმდეგება გენდერული კვოტების შემოღებას და საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში მის გასაჩივრებას. „ქართული ოცნების“ ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიების საარჩევნო სიების შედგენისას სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს სიის გენდერული შემადგენლობა. „თავისუფლების ინსტიტუტი“ თვლის, რომ ეს ინიციატივა არა მარტო არ უზრუნველყოფს ქალთა გაძლიერებას, არამედ აზიანებს დემოკრატიის, […]